შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართულ ოცნებას" ახალი პროგრამა აქვს: "სერიალები გადაარჩენს საქართველოს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აპრილი 2019

„ქართულ ოცნებას" ახალი პროგრამა აქვს: "სერიალები გადაარჩენს საქართველოს", - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, ისტორიულ აჩრდილებს შეეშვან და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრონ.

"ანუ გადავიღებთ სერიალებს, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ვცხოვრობთ ძალიან კარგად უბრალოდ, მათ ჰგონიათ, რომ ვცხოვრობთ ძალიან ცუდად, ანუ ამ მოჩვენებითობის განსაქარვებლად, ხალხის გამოსაფხიზლებლად უნდათ სერიალები. 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა 1 წელიც ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო 5%. იყო 2.9%, 2.8% , ყველაზე დიდი იყო 4.8%. როგორი სერიალიც არ უნდა გადაიღოს ბიძინა ივანიშვილმა გოგა ხაინდრავას ფანტაზიით, იმ რეალობას ვერ შეცვლით რა რეალობაშიც ჩააგდეთ ხალხი. ქვეყანა უკიდურესად გაღარიბებულია", -განაცხადა რომან გოცირიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია