შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნატანებში მგლებისგან გადარჩენილ პირუტყვს ქურდები მიადგნენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ო. მიმინოშვილის ვერც მოზვერს და ვერც მის მომპარავს, პოლიცია აგერ უკვე 20 დღეზე მეტია ვერ პოულობს. 

მართალია, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, მაგრამ როგორც მომხდარი დანაშაულების უმრავლესობა, არა მარტო გურიაში, არამედ საქართველოშიც, ჯერ ეს საქმეც გაუხსნელი და გამოუძიებელია. 

როგორც დაზარალებულის ერთ-ერთი მეზობელი გვიყვება, სოფელში მგლებთან ერთად ქურდების გამოჩენა ადგილობრივების დიდი თავისტკივილი გახდა. იმდენად დიდი, რომ საბალახოდ საქონლის გაშვებას უკვე ერიდებიან: "გასული წლის ბოლოდან მოყოლებული უკვე რამდენს დაუგლიჯა მგელმა საქონელი, ვერარ ვითვლით. ვისი პირუტყვიც მტაცენბელს გადაურჩა, ახლა ქურდები მიადგნენ. საბალახოდ ძროხას რომ გავუშვებთ, შიშით ველოდებით დაღამებას, არ ვიცით დაბრუნდება თუ არა. ამ ჩემს მეზობელს მოპარეს მოზვერი.  იყო პოლიციაში, განცხადებაც დაწერა, მარა  რად გინდა მერე"?-გვეუბნება ქალბატონი, რომელის მტკიცებითაც, სოფლის ცენტრში მომატებული საქონლის ქურდობის ფაქტებზე არა ერთი ამბავი სმენია. 

თუ რამდენად ხშირია სოფელში საქონლის დაკარგვის ფაქტი, ამ კითხვით "გურიის მოამბე" სოფელში მერის წარმომადგენელს, ნაირა კვაჭაძეს დაუკავშირდა. ქალბატონი გვეუბნება, რომ მმისთვის მოზვერის დარაგვის ფაქტზე არავის მიუმართავს, თუმცა იმ ადამიანების აღრიცხვას, ვისაც საქონელი მგელმა შეუჭამა სპეციალურ ჟურნალში აწარმოებს: "ბოლო თვეში მგელს რომ საქონელი დაეგლიჯოს, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.  უფრო 2018 წლის ბოლო თვეებში მომხდარი ფაქტები ვიცი. მიწერია ჟურნალისში ის ადამიანები, ვისაც ზარალი მიაყენა მტაცებელმა"-გვითხრა კვაჭაძემ. 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია