გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აპრილი 2019

"ქრონიკის" ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს. "ქრონიკამ" მინისტრს ამის შესახებ ჰკითხა, თუმცა ქობულიამ განაცხადა, რომ ეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია. 

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ", - განაცხადა ქობულიამ.

"ქრონიკის" ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ქობულიას ამ თანამდებობაზე.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმინობდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია