“ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ეს განსხვავებულ აზრს, დეპუტატი პასუხობს, რომ განსხვავებული აზრის გამო ბატონი ბიძინა არავის არ დევნის.
როგორც ქუცნაშვილი ამბობს, მან არ იცის გიორგი ქობულიას წასვლის მიზეზი. ამასთან, დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ყოფილმა მინისტრმა თავად გააკეთოს განცხადება აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე.
„მიზეზები ჩემთვის უცნობია. მინისტრების საქმიანობის შეფასება პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა და აქედან გამომდინარე, მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ალბათ, თვითონ განმარტავს მიზეზებს. არ გამოვრიცხავ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გააკეთოს განცხადება წასვლის მიზეზებზე. ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის. სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო. ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია 18 აპრილს მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.