შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის მთიანეთში თოვლია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აპრილი 2019

დღეს დილიდან თოვდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან დასახლებებში.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი რეგიონში 25 აპრილამდე შენარჩუნდება. 22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

ქ. თელავში 22 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი და რეგიონის მასშტაბით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გომბრის გზის მონაკვეთზე 22 აპრილს კვლავ შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით მცირე თოვლიანი ამინდი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია