შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და ივანიშვილზე შურს იძიებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 აპრილი 2019

ზელენსკი თუ დაპატიჟებს სააკაშვილს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაფუჭდება, აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. „2020NEWS-სთან“ საუბარში შარაშენიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების, შემდეგ აუცილებლად მოინდომებს საქართველოში ჩამოსვლას და შურისძიებას.

„საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც ჩაციკლულია თავის პრობლემებზე და ამ ეტაპზე მისი მთავარი პრობლემა არის სააკაშვილის მოწინააღმდეგეები და მომხრეები. შესაბამისად, თუ ვლადიმირ ზელენსკი დაპატიჟებს სააკაშვილს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაფუჭდება, თუ არ დაპატიჟებს სააკაშვილს, არ გაფუჭდება. ასე მარტივად არის ყველაფერი. მართალია, ზელენსკი არჩევნების წინ დაპირდა სააკაშვილს დაბრუნებას, მაგრამ პოლიტიკოსები თავის დაპირებებს ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ. თუ ზელენსკი დანიშნავს სააკაშვილს გენერალურ პროკურორად, როგორც ეს ვრცედებოდა არჩევნების წინ, რა ისტერიკა მოჰყვება ამას საქართველოს მთავრობაში , ადვილი წარმოსადგენია, პეტრო პოროშენკომ რომ მიიწვია სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად გაფუჭებული არ იყო? ირაკლი ღარიბაშვილი ყოველდღე ურეკავდა პოროშენკოს და ისტერიკებს მართავდა. მერე სააკაშვილი რომ გააძევეა პოროშენკომ, გაუმჯობესდა ურთიერთობები. ახლაც დაახლოებით იგივე იქნება,"- აცხადებს შარაშენიძე.

ექსპერტის თქმით, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებს. 

" არჩევნებია წინ და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ნიშნავს. ბუნებრივია, სააკაშვილი უკრაინას საქართველოში დასაბრუნებლად ტრამპლინად განიხილავს. მას მიაჩნია, რომ საქართველოში შური უნდა იძიოს ვიღაც ვიღაცებზე, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილზე. მე მეცინება სააკაშვილს დღემდე ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ. ის რაც მივიღეთ არჩევნებზე, იყო სამარცხვინო. რის გამო გაყალბდა ასე სამარცხვინოდ არჩევნები, სააკაშვილის შიშით? მე არ მესმის ასეთი დამოკიდებულება“, აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, უკრაინაში 21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გენერალურ პროკურორობას შესთავაზებდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია