შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიშო მთიულიშვილი - სტუდენტი, რომელიც გორში პრორუსულ საზოგადოებას დაუპირისპირდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2019
სტუდენტი, რომელიც გორში პრორუსულ ხალხს დაუპირისპირდა,  მიშო (მიხეილ) მთიულიშვილია. მისმა გამოსვლამ სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება პოვა. 500-ადგილიან დარბაზში შეკრებილებს აუხსნა, რომ ისინი ემსახურებიან იმ ძალას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუსპო, 2008 წელს დაბომბა, ხოლო, მანამდე ქართული კულტურა გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ 19-წლის ახალგაზრდამ შეურაცხმყოფელი შეძახილები მიიღო და მოითხოვდნენ მის გაჩუმებას, მან მაინც თავისი გამოსვლა  დაასრულა. მიშო მთიულიშვილმა დაამთავრა გორის N3 საჯარო სკოლა. 2016-2017 წლებში სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე იყო. სკოლის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. ,,მეგობრებთან ერთად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი 2015-2017 წლებში ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებს, რომელთა მიზანიც გორელ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო." - ამბობს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია