გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი აქვს სახელმწიფოს — თამარ ჩუგოშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ძალის გამოყენებაზე ექსკლუზივი სახელმწიფოს აქვს. ამის შესახებ მან პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

"პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი. არც ერთ მოცემულობაში და არც ერთი არგუმენტით ეს გამართლებული არ შეიძლება იყოს. ამაზე ძალიან ცხადი პოზიცია მაქვს. რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიციელებზე თავდასხმა, განადგურება მათი ქონების, მათი ჯანმრთელობის დაზიანება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამას არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს", — ამბობს ჩუგოშვილი.

მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ძალის გადამეტება არ ყოფილა. ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ფიზიკურად იქ ყოფნა ძალის გადამეტება არ არის.

21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. მათი თქმით, მშენებლობის შემთხვევაში, ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებია.

წყარო: https://on.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია