შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ გაახსენა არჩილ თალაკვაძის "შემოქმედებამ" "საბჭოთა დრო" სერგო რატიანს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აპრილი 2019

 

"სად არ ვყოფილვარ, ქვეყნის ყველა რეგიონსა  თუ ქალაქში და ასეთი რამ არ მინახავს" - სერგო რატიანი

"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სერგო რატიანი, უკვე მეორე დღეა ოზურგეთში იმყოფება და ამავე პარტიიდან 19 მაისისათვის დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სერი ექადია ანასეულის ოლქში, კობა ზაქარეიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს.

მეორე დღეა ბატონი სერგო სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში კობა ზაქარეიშვილთან ერთად პროგრამა "კარდაკარში" მონაწილეობს და უშუალოდ სახლებში სტუმრობს ამ ოლქის ამომრჩევლებს.

გუშინ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, კობა ზაქარეიშვილთან ერთად, ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე (სერის უბანი) სტუმრობდა ადგილობრივებს.

სწორედ ამ ქუჩზე ცხოვრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე. ოპოზიციის წარმომადგენლების ქუჩაზე შესვლას უმალვე "სუსის" მანქანების "წრიალი" მოჰყვა, თუმცა ამაზე ოპოზიციას დიდად ყურადღება არც მიუქცევია, ერთ ერთ ჩიხში შესულ სუსის ერთ ერთ მანქანას მიუახლოვდნენ და იქედან გადმოსულ სუსის თანამშრომლებს ბუკლეტებიც გადასცეს.

როგორც ქალაქი ოზურგეთი, ნინოშვლის ქუჩაც გაზიფიცირებულია თუმცა გასაოცარი ისაა რომ ამ "გაზის" მილებზე, მთელი ქუჩის გასწვრივ, როგორც მაღლა, ქუჩის გადაკვეთისას, ასევე ღობეების გაყოლებაზე ათეულობით "ქართული ოცნების" დროშები ჰკიდია. ოზურგეთელები ამას ამ ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელი სახლის არსებობით ხსნიან. ნებისმიერ გამვლელში ეს ჩრდილოეთ კორეის ასოცირებას იწვევს და რატიანის ყურადღებაც ამ ფაქტმა მიიპყრო:

"სად არ ვყოფილვარ, ქვეყნის ყველა რეგიონში და ქალაქსა თუ სოფელში, ვისი საცხოვრებელი სახლი თუ უბანი არ მომივლია ფეხით მაგრამ ამდაგვარი გეფიცებით პირველად ვნახე. იცით, რაღაცნაირად  "საბჭოთა დრო" გამახსენა" - არ დაგვიმალა "გურიის მოამბეს" შთაბეჭდილებები ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია