შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარია სალავიოვა კეხვიდან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აპრილი 2019
ოსმა ნათესავებმა, ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კეხვში ბევრი ეძებეს მარია სალავიოვას ქმრის საფლავი. უნდოდათ ცხედრის  გადასვენება სოფლის სასაფლაოზე. გადათხარეს იმ სახლის ეზო, სადაც ომის დროს მეზობლებმა მიწას მიაბარეს. ქალბატონი მარია ამბობს, რომ სავარაუდოდ ცხედარი მიწიდან მგლებმა ამოიღეს. დღეს კი, სოფელი კეხვი აღარ არსებობს. აღარც ის სახლი, სადაც მარია სალავიოვა-კახნიაშვილი 45 წელია ცხოვრობდა ტკბილად. მარია სალავიოვა ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მან და მისმა ქმარმა ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს. მისი მომავალი მეუღლე ჯარში იმ ქალაქში მსახურობდა, სადაც ქალბატონი მარია ცხოვრობდა. დიდი ლიახვის ხეობაში სამი შვილი შეეძინათ. ქართველებსა და ოსებს შორის გაჩენილ კონფლიქტი მისთვის მოულოდნელი იყო. ,,წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა." - იხსენებს ქალბატონი მარია, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების ამბების გახსენების დროს. ხეობაში ამ კონფლიქტს მის თვალწინ ბევრი ადამიანი შეეწირა. მისი ოჯახი და სოფელი ამ კონფლიქტის შემდეგ კვლავ განაგრძობდა ცხოვრებას. 2008 წლის აგვისტოში კი, საღამოს 7 საათზე, სოფელი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დატოვა. რამდენიმე ოჯახი შემოვლით გზაზე ძველი ავტობუსით წამოვიდა. ,,სახლში ძალიან ბევრი საქონელი და ფრინველი გვყავდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, წადით თქვენ. მე აქაურობას ვერ მივატოვებო. დარჩა იქ. ჩამოვარდნილმა ბომბმა იმსხვერპლა. სოფელში დარჩენილმა მეზობლებმა ეზოში დამარხეს. დიდი რკინა ჩაარჭეს მიწაში, რომ დაბრუნების შემთხვევაში ადვილად გვეპოვა, მაგრამ ჩემმა ოსმა ნათესავებმა ვეღარ მიაგნეს საფლავს." - ამბობს ქალბატონი მარია. ,,მე თუ დავბრუნდები კეხვში, ჩემი სახლის ადგილს ვიპოვი. 45 წელი იქ ვიცხოვრე და აუცილებლად ვიპოვი" - ასე დაგვემშვიდობა ქალბატონი მარია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია