შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს! ისინი სუსტებზე მეტად დაუცველები არიან"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აპრილი 2019

"გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს! ძლიერი ადამიანები სუსტებზე მეტად დაუცველები არიან.

ქარბორბალას დროს მოქნილი ლერწამი იღუნება და შრიალებს, ხოლო ფიჭვი უბრალოდ ტყდება და ნადგურდება, ამბობენ ჩინელები, ხოლო მათ იციან, რასაც ამბობენ.

ძლიერი ადამიანები არამარტო საკუთარ თავზე და ახლობლებზე აგებენ პასუხს. ისინი მთელი სამყაროს წინაშე გრძნობენ ვალდებულებას, ვინც მათ ორბიტაზე მოხვდება. ვინაიდან ძალა საკუთარი თავისკენ გიზიდავს-ასე ამბობენ ფიზიკოსები და მათაც იციან, რასაც ამბობენ.

ძლიერი ადამიანები სხვებისგან ჯანმრთელობით და ამტანობით სულაც არ გამოირჩევიან. უბრალოდ მათ ზუსტად იციან, რომ უფლება არა აქვთ გონება დაკარგონ და მოკვდნენ მანამ, სანამ მათზე ჯერ კიდევ რაიმე არის დამოკიდებული. მათ ინფარქტის დროს წყალში გადახტომა და ბავშვამდე, რომელიც იხრჩობა, მიცურვა შეუძლიათ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაპირზე სამშვიდობოს გამოიყვანენ, ითიშებიან, ასე ამბობენ ექიმები, ხოლო მათ კი ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ აქვთ ნანახი.

ამავე დროს, ძლიერი ადამიანები ძალიან მარტოები არიან, იმიტომ კი არა, რომ მათ გვერდით ვერავის იტანენ, უბრალოდ… ისინი ხომ ძლიერები არიან! თავშიც არავის მოუვა, რომ მათ ხანდახან სტკივათ, ეშინიათ, მარტო არიან, ან უბრალოდ მოწყენილები არიან.

დადიან ამ დედამიწაზე ძლიერი ჩუმი ადამიანები. მათ გვერდით ყოველთვის მარტივი, სასიამოვნო და კომფორტული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ - საიმედოა. ეს სწორედ ის კავალერია არის, რომელიც ყველაზე საჭირო მომენტში მოდის დასახმარებლად".

ბესო ზანგური. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია