შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დარგე და გადაარჩინე კოლხური ბზა“ - აქცია ანაგაში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აპრილი 2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამწვანების აქცია სახელწოდებით "დარგე და გადაარჩინე კოლხური ბზა“ მოეწყო.
აქციის ფარგლებში, ადგილობრივებმა ანაგის ეკლესიის ეზოში კოლხური ბზის ნერგები დარგეს.

"ზოგადად საქართველოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთში, გასულ წელს კოლხურ ბზას, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და გადაშენების პირასაა, გაუჩნდა გაურკვეველი დაავადება და თითქმის გაქრა. სოციალურ ქსელში დავაანონსე ბზის მასობრივი დარგვის აქცია, ათობით შეტყობინება მივიღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ბზის დარგვის აქცია სახელწოდებით "დარგე და გადაარჩინე კოლხური ბზა,"ანაგიდან დაიწყო და უახლოეს მომავალში მთელი საქართველო შემოგვიერთდება. ანაგაში სულ 17 ეკლესიაა, თუმცა ჩვენ მოქმედი ავარჩიეთ და სწორედ მის ეზოში ჩავრგეთ 30 ცალი ბზის ნერგი, რათა უფრო მარტივად შევძლოთ მოვლა-პატრონობა და გახარება," -  აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა ნინო გოგოლაშვილმა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია