შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აპრილი 2019
ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო. ტექნოლოგიური ქალაქი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ქალაქი რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება, სადაც იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ქალაქის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძემ პირველად 29 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მისი განცხადებით, ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობის იდეა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია