შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

5 რამ, რასაც ბავშვებთან არასწორად ვაკეთებთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აპრილი 2019

თქვენ, ალბათ, ხშირად ეკითხებით მოსწავლეებს,  მათი ინტერესის სფეროების შესახებ და მათგან ინსპირაციის მიღებას მოელით, თუმცა ეს არასწორი კითხვაა და გასაკვირი არაა, რომ მათი პასუხები იმედებს გიცრუებთ. ხშირ შემთხვევაში კი, ასეთ კითხვებზე ბავშვებს საერთოდ არ აქვთ პასუხები.

კომუნიკაცია გარკვეულ პრინციპებს მოითხოვს და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ბავშვს ესაუბრებით თუ თქვენზე გაცილებით უფროსს.  კომუნიკაცია ორი ასპექტისგან შედგება. ესაა საუბრის პირობები და ფორმა.

საუბრის პირობები გულისხმობს პასუხებს შემდეგ კითხვებზე – რა საჭიროა ეს კომუნიკაცია, რა შედეგის მომტანია და ვის ეხება ის?

კომუნიკაციის ფორმა კი სასაუბრო ფორმას, ტონალობასა და სქემას მოიცავს.

დიდ წილად ის დამყარებულია ნდობაზე, რადგან კომუნიკაცია გულისხმობს აზრების გაცვლას, შეკითხვების დასმას. არსებობს რამდენიმე ფრაზა, რომლებიც მოსწავლის ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ:

მე შენ გენდობი და მზად ვარ მოგისმინო.

თითოეულ ჩვენგანს ჯერა, რომ ჩვენი საუბარი საინტერესო იდეებს გაგვიჩენს.

პრობლემის გადაჭრა

პედაგოგები მოსწავლეებს სთხოვენ პასუხი გასცენ  საუბრის პრინციპებთან (ფორმა და პირობები) დაკავშირებულ შეკითხვებზე, რომლებზეც ხშირად პასუხები დიდებსაც არ აქვთ და რეალურ საკითხებზე საუბრის ნაცვლად, ბავშვებს უწევთ, უპასუხონ ისეთ შეკითხვებს როგორებიცაა:

რა გინდა შექმნა?

რა გაძლევს ინსპირაციას?

სად გინდა მუშაობა?

და ბოლოს ყველაზე გავრცელებული შეკითხვა: ვინ გინდა გამოხვიდე, როცა დიდი გაიზრდები?

გამოსავალი შეიძლება საკომუნიკაციო ფორმის ცვლილებაში მოიძებნოს. ბავშვთან საუბარი არ უნდა ჰგავდეს „ვალის მოხდას“.

ბავშვებს აქვთ რეალური პრობლემები, ამასთან არიან ფანტაზიორები და მართლა ფიქრობენ თავიანთ მომავალზე. ჩვენ კი მათ მიერ „მოწყობილ ცხოვრებაში“ შევდივართ არასაიმედო განცდებით და მათ იდეებს მარცხისთვის ვამზადებთ.

ისინი სპონტანურები,  მეამბოხეები, ინოვატორები, ადაპტირებადები, მყიფე და შეუპოვრები არიან, ადვილად პატიობენ და ივიწყებენ.  მათ შეუძლიათ შექმნან თამაში არაფრისგან. წინააღმდეგობა გაუწიონ უფროსებს და იბრძოლონ საკუთარი „მომავლის“ შესაქმნელად, რომელიც შესაძლოა, ჩვენ საერთოდ არ გვესმოდეს.

ისინი ბრმად ენდობიან მომავალას, მაგრამ შეუძლიათ დაინახონ და შეაფასონ მათი ახლანდელი ყოფა. გაითვალისწინეთ მათი ფიქრები, ემოციები და გვერდით გადადეთ მომავალთან დაკავშირებული შეკითხვები, შეარჩიეთ სასაუბრო თემები სწორად. ეს შეიძლება იყოს:

  1. საუბარი მათი ახლანდელი გარემოს შესახებ
  2. მათი ახლანდელი შესაძლებლობების შესახებ
  3. მათი ახლანდელი საჭიროებების შესახებ
  4. იმ გამოწვევების ირგვლივ, რომელთა წინაშეც ახლა დგანან
  5. პირველ რიგში კი, იპოვეთ საერთო ენა მათთან, შეარჩიეთ კომუნიკაციის ფორმა და ნუ დაემსგავსება თქვენი ურთიერთობა ვალის მოხდას

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: teachthought

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია