კახეთი
სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
01 მაისი 2019
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში
გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები: შალაური, კისისხევი,
კურდღელაური და ვარდისუბანი დააზარალა.
სტიქიის შედეგად, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები განადგურდა.
-"მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია. დაზარალებულ სოფლებში
ინფრასტრუქტურის,ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების
წარმომადგენლები ჩავლენ და ზარალის შესახებ ადგილზე მიიღებენ
ინფორმაციას"- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშილმა.