შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური სტატუსის მქონე საწარმოს ფუნქციონირებისათვის, სახელმწიფოს მიერ, ერთ-ერთ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს უზურფრუქტის წესით გადაეცა ქალაქ ფოთში მდებარე 4 406 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიუხედავად მიწის ნაკვეთის გადაცემის კონკრეტული მიზნობრიობისა, ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სასაფლაოების მოსაწყობად, მოახდინა 2 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის უკანონო რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირზე, რითაც, სახელმწიფოს მიაყენა 122 466 ლარის მატერიალური ზიანი.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 180-ე მუხლების მესამე ნაწილებით და 220-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია