კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ცენტრალურ სკვერებში ახალი სკამები დაიდგა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2019

თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში ახალი სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ სკამების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.

,,სკამები რომლის განთავსებაც ქალაქში მდებარე სკვერებში მიმდინარეობს, მეტალისა და ხის კონსტრუქციისაა. ქალაქის მასშტაბით სულ 60 სკამი დაიდგმება. თითოეულის ღირებულება 500 ლარია. რაც შეეხება ძველ სკამებს, მოხდება მათი რეკონსტრუქცია და საჭიროების მიხედვით გადანაწილდება სოფლებში არსებულ სკვერებში”,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა დავით მეგუთნიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია