შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაქარია ქუცნაშვილს სერიოზულ გამოწვევად უსიყვარულობა მიაჩნია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2019

"დღეს სერიოზული გამოწვევაა ცხოვრება სიყვარულს მიღმა. არსებობს მიდგომა, რომ ქალისა და კაცის ცხოვრება უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს და ეს არ შეიძლება იყოს სხვა ტიპის გამოხატულების, გარდა სიყვარულისა. დღეს არის ევროპაში მთელი რიგი მიმდინარეობა, როცა ურთიერთობა არ ეფუძნება გრძნობას და უფრო გატაცებით ან სხვა რამით არის დაინტერესებული.

მაგალითად, დღეს ბევრი ქართველი ქალბატონი შესულია ფიქტიურ ქორწინებაში ევროპელებთან იმის გამო, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ და არა იმიტომ, რომ უყვარს ან ოჯახს ქმნის. ძალიან სერიოზული პრობლემებია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის.

ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ესაა.

"არამორწმუნე ადამიანი [ათეისტი] დაუცველი და სუსტია არამარტო ჩვენი, ქრისტიანული ფილოსოფიით, არამედ ნებისმიერი ფილოსოფიით. ადამიანი რწმენის გარეშე არის ძალიან სუსტი იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ნებისმიერი საზოგადოების, ნებისმიერი სახელმწიფოს წინაშე დგას ხოლმე.

ათეიზმი, როგორც ურწმუნობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, წარმოადგენს საფრთხეს ჩევნი მოქალაქეებისთვის. ადამიანს თუ ეკლესიის, ღმერთის, დემოკრატიული ფასეულობების არ სწამს, ჩათვალე, რომ დაღუპულია".

ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი პატრიარქის 2019 წლის ეპისტოლეს, სადაც ათეიზმი, როგორც პრობლემა იყო ნახსენები.

 

წყარო: https://on.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია