შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილმა ბინძური ცილისწამებით დაიწყო პიარ-კამპანია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2019

ბიძინა ივანიშვილი  ცდილობდა, ჩემი როლი ნეგატიურად წარმოეჩინა გირგვლიანის საქმეში, - ამის შესახებ  მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა  შალვა შავგულიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“ამჟამად, მე ვარ წარდგენილი შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარობის კანდიდატად  პარლამენტის ბლოკი „ეროვნული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მიერ. ჩემი წარდგენისთანავე დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ანტი-პიარი, რომელიც დაიწყო ამ სტუდიაში ბიძინა ივანიშვილის მიერ. ის ცდილობდა, წარმოეჩინა ჩემი როლი ნეგატიურად გირგვლიანის საქმეში. ძალიან ბინძური ცილისწამებით დაიწყო მან ეს პიარ-კამპანია. შემდეგ ეს გააგრძელა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბატონმა მდინარაძემ. იგივე გააკეთა მურუსიძემაც, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და ასეთი განცხადებების გაკეთება მოსამართლეს ეკრძალება”, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ,  გუშინ „იმედის“ ეთერში გადაცემაში „პირისპირ“, შალვა შავგულიძის და ლევან მურუსიძის დებატები გაიმართა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია