სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2019
29 აპრილს, საღამოს სოფელ ბენარასთან „ჟიგულის“ და მერსედესის“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად ხუთი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. ოთხი დაშავებული „ჟიგულში“ იჯდა, ხოლო ერთი მერსედესში“. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ოთხი მათგანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი კი კლინიკა „იმედში“.„ორ მცირეწლოვანს დაზიანება თავის არეში აქვს, აქედან ერთი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, მეორე პატარას თავის ტვინის შერყევა აქვს და ის ჩვენს კლინიკაშია. ტვინის შერყევა აქვს შუახნის კაცსაც, ქალს კი ფეხზე ოპერაცია გავუკეთეთ. სამივე დაშავებული კლინიკაში რჩება“, – აცხადებენ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.მკურნალობას განაგრძობს კლინიკა „იმედში“ მყოფი კიდევ ერთი დაშავებული: „ფეხზე ოპერაცია გავუკეთეთ, ხვალ გაეწერება ბინაზე“, – აცხადებენ კლინიკაში.„მერსედესის“ მძღოლი სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. იგი ვარხნის მკვიდრია. როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" ფაქტის თვითმხილველი ჰყვება, პოლიციის თანმშრომელი თავისი კუთვნილი მანქანით 29 აპრილს სასაფლაოდან შინ ბრუნდება და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია