სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთის მერმა ახალი მოადგილეები წარადგინა

პოლიტიკა
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2017
20171113_170457

ფოთის ახალარჩეული მერი გოჩა კურდღელია სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია წარუდგინა.

როგორც ახალმა მერმა განაცხადა, ის მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ჯერ არ გეგმავს. „თითოეული ადამიანი რომელიც დასაქმებულია თვითმართველობაში, მათი შესაძლებლობა გამოყენებულიოს მაქსიმალურად, რათქმა უნდა განვახორციელებთ რესტრუქტურიზაციას, იქნება ცვლილებები, გუნდის გაფართოება კანონის ფარგლებში“- განაცხადა კურდღელიამ.

მამუკა პაპასკირი წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქის პროკურორად, ამჟამად გახლდათ ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორის მოადგილე. ხოლო რაც შეეხება ირაკლი თოფურიას, იგი ბიზნეს სექტორში გახლდათ დაკავებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია