კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ 85 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წაუყენებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ.

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ განყოფილებაში მოწმეების დაკითხვა გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა.
გამომძიებლებმა, ერთ-ერთი პირველი სერიულ მკვლელობაში ბრალდებული დაკითხეს. ფრიდონ გამყრელიძემ გუშინ განვითარებული მოვლენები თანმიმდევრულად გაიხსენა და გამოძიებას მკვლელობის დეტალები უამბო.

ოთხივე ცხედარი საცხოვრებელ სახლში გუშინ გვაინ ღამით გადაასვენეს. ცხედრებს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.
სოფელ ყანდაყრაში, სადაც 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

85 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა ერთდროულად 4 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. მომხედარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რომელიც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია