შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიბლიოთეკაში დღეს, პროექტის „ახალგაზრდები განათლებისთვის და განათლება ახალგაზრდებისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2019

ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დღეს, პროექტის „ახალგაზრდები განათლებისთვის და განათლება ახალგაზრდებისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ავტორმა, ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის XII კლასის მოსწავლემ ნინი ჩხიკვიშვილმა მოწვეულ სტუმრებს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები პრეზენტაციის სახით წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მოძრაობა „ახალგაზრდები განათლებისთვის და განათლება ახალგაზრდებისთვის“ , ინსპირაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონოვაციური პროექტი ,,სასკოლო ლიტერატურა“ გახდა, რომლის პოპულარიზაცია ოზურგეთში საკრებულოს ინიციატივის “თვითმმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში დაიწყო. პროექტი ოზურგეთის 5 საჯარო და ორ კერძო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს, რომლის ფარგლებში შეიქმნა სასკოლო ლიტერატურის თემატიკაზე სხვადასხვა კომპოზიცები, ანიმაციური ფილმები, ქორეოგრაფიული ნომრები და სხვა.

„განათლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ დავიწყეთ საზოგადოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელის სახელწოდებაა „თვითმმართველობა განათლებისთვის“ და რომლშიც აქტიურად ჩაერთო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ასე წარმატებული თანამშრომლობით, რაც გახდა ინსპირაცია ისეთი მოძრაობის, რომლის შედეგებიც დღეს ვიხილეთ. ეს არის საამაყო, წარმატებას ვუსურვებ პროექტის ავტორსა და მასში ჩართულ ყველა მოსწავლეს. „ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

„თვითმმართველობა განათლებისათვის“, როგორც საკრებულოს წარმატებული ინიციატივა აისახა OGP-ის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაშიც, სადაც გეგმით გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. „ვიმედოვნებ ჩვენი თანამშრომლობა მოძრაობასთან „ახალგაზრდები განათლებისთვის და განათლება ახალგაზრდებისთვის“ , ამ მიმართულებითაც შედეგბა“ - დასძინა საკრებულოს თავმჯდომარემ.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან ლელა საჯაიასთან და მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საგანმანათლებო პროექტის „სასკოლო ლიტერატურის“ იდეის ავტორი გიორგი კილაძე, სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია