შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ბაღების გაერთიანების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2019
გათავისუფლების შესახებ ბრძანებას იური უნანიანმა ხელი გუშინ, ორ მაისს მოაწერა: „ეს გათავისუფლება დისციპლინურ საკითხებს ეხება. მანამდე საყვედურიც გამოვუცადეთ, მაგრამ ამის მერეც ვერ ასრულებდა ის იმ მოვალეობებს რაც ეკისრებოდა და გავათავისუფლეთ“. შეკითხვაზე, კონკრეტულად რა გადაცდომები ჰქონდა ბარბარიანს, მერი არ გვპასუხობს. თუმცა, როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბარში ჰყვებიან: „ბაღების მენეჯერები უფროსთან დაკავშირებით მერიასა და საკრებულოში ხშირად ჩიოდნენ, ეს საკითხი კი ძირითადად ბაღებში კვებას ეხებოდა. ამბობდნენ წესიერი პროდუქტით არ მარაგდება ბაღებიო“. ზარა ბარბარიანი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ საუბრობს: „მაგაზე კომენტარს არ ვაკეთბ“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში. რამდენად ხარისხიანი პროდუქტი შედიოდა ახალქალაქის საბავშვო ბაღებში, ან დაინტერესდა თუ არა გამოძიება ამ საკითხებით, „სამხრეთის კირიბჭე“ შესაბამის უწყებებში ამ წუთებში არკვევს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია