შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მერე რას აპირებთ, როცა ეგ თქვენი მანიაკი ბიძინა თქვენც გაგაპანღურებთ?“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით წიგნის ეროვნული ცენტრის მწერალთა სახლთან გაერთიანებას გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა მწერალთა შორის. ზვიად რატიანი ხელისუფლებას სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელი წერილით მიმართავს:

„კულტურისა და ა.შ. სამინისტროვ,

მონობა არაა დასაძრახი, თუკი ძალით დაგიმონეს, მაგრამ თქვენ ხართ ნებაყოფლობითი, მოხალისე მონები, და შეულებელია, რაიმე გაკავშირედეთ კულტურასთან, რადგან კულტურა, პირველ რიგში, სწორედ თავისუფლებაა.

წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, რომლებიც ამჯერად „მიჯირყვნეთ“, ორი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო ლიტერატურისა და წიგნიერების მიმართულებით. მათ შეძლეს და მთელი მსოფლიოს თვალში აღადგინეს საქართველოს გვარიანად შელახული რეპუტაცია, შელახული - პირველ რიგში - თქვენი და თქვენი ბოგანო პატრონის მიერ.

ბატიაშვილზე არაფერი ვიცი გარდა ერთისა - გვარი გაამართლა! გიორგაძეს მინისტრის პორთფელში ყუმბარა ჩაუდეს და ისე გადასცეს, და მანაც პირნათლად შეასრულა დავალება - ეს ყუმბარა საყდრისში შეაგდო. პლიუს, ქელეხის თავიქალი ბერიკაშვილი, საქართველოს „სახედ“ რომ ამზადებდით ფრანკფურტისათვის, რათა იქ ჩურჩხელები და ასაწყობი ეკლესიები ჩაეტანა და საქვეყნოდ მოგვჭროდა თავი. საბედნიეროდ, არ გაგივიდათ.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომელსაც მწერალთა სახლი აწყობს, უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის მწერალმა იმონაწილევა და გაიყოლა მხოლოდ კარგი მოგონებები, რომლებსაც სხვებსაც გაუზიარებდა, რომლებსაც სხვებსაც, მათსავით მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიარებდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მართლა შეუძლებელი შეძლო წიგნის ცენტრმა, ევროპაში დღემდე ლაპარაკობენ და წერენ საქართველოს განსაკუთრებულობის შესახებ. ერთადერთი შავი ლაქა, რაც ფრანკფურტის ბაზრობას ახლდა, ჩვენი ვითომ-ვითომ პრემიერის გამოსვლა იყო, უფრო სწორად, სადღეგრძელო. თავის მოჭრა! მესამე რიგში გამოჭიმული გაუთლელი კალაძეც კი დასცინოდა.

ჰოდა, მერე რას აპირებთ, როცა ეგ თქვენი მანიაკი ბიძინა თქვენც გაგაპანღურებთ? მერე როგორ უნდა იკაცოთ და იმართლოთ თავი? რამდენი ფულიც არ უნდა მოკუჭოთ, მაინც მაგარი საცოდავები ხართ“ - წერს ზვიად რატიანი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია