შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჭადრაკო სკოლა გაიხსნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2019

ლანჩხუთში, საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია გასული წელს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 86 000 ლარი შეადგინა. სკოლაში 70 აღსაზრდელია.

ერთდროული თამაშის სეანსი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონმა ნანა იოსელიანმა სკოლის მოსწავლეებთან გამართა.

"შენობა, სადაც მეცადინეობა გვიხდებოდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო. გვიჭირდა გაკვეთილების ადგილზე ჩატარება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დიდ და სასიკეთო საქმეში გვერდით დაგვიდგა", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა, ადამ ხუხუნაიშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია