გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბატონო გიორგი გახარია, იქნებ დაგვდოთ პატივი, გურიაც მოიკითხოთ..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მაისი 2019

"გურიის მოამბე"-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ გუშინდელ წერილს, სადაც საუბარი იყო, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან სამშენებლო კომპანია "ორბი", შსს გურიის დეპარტამენტი, კახი კალაძე და ყველა ესენი ერთად აღებული გურიაში ჩატარებულ ბოლო რამდენიმე არჩევნებთან, სოციალური ქსელში ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ეხმაურება:

#ბატონოგიორგიგახარია ქვეყანა რომ თქვენი მისახედი ყოფილა, გავიგეთ თქვენივე ქუჩური მჭერმეტყველებიდან. იქნებ დაგვდოთ პატივი, გურიაც მოიკითხოთ და დაინტერესდეთ რეგიონში არსებული მძიმე კრიმინალური მდგომარეობის შესახებ, კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება, მოგახსენებთ ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს, გურიაში კალაძის წარმომადგენელმა, ილა კეჭყმაძემ პოლიციის მაღალჩინოსან #კახამურადაშვილს რომელი გაუხსნელი საქმისთვის ან კრიმინალური დაჯგუფების მფარველიბისთვის გადასცა თბილისის ელიტურ ქუჩაზე ბინა საჩუქრად, ასევე საინტერესოა და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ბათუმში ორბის აპარამენტში ამავე კომპანიის მესვეურებმა ბატონმა მურადაშვილმა რის სანაცვლოდ გადასცა სამი ბინა საჩუქრად და რა დამსახურებისთვის დაასაქმეს ამ კომპანიაში მამამისი? მგონი კითხვები ლოგიკურია და უნდა დაინტერესდეთ, მაგრამ არა მგონია ეს ყველაფერი საინტერესო იყოს იმ მინისტრისთვის რომელიც თვითონვე კორუმპირებულია და დანაშაულთან ბრძოლის ნაცვლად ოპიზიციასთან ბრძოლით არის დაკავებული"- წერს მჟავანაძე.

შეგახსენებთა, წერილში "გურიის მოამბე"-ს, წყარო პოლიციის გურიის დეპარტამენტისა და "ორბის" საეჭვო ურთიერთობებზე ესაუბრება და ამ ურთიერთობების უტყუარობის ნიშნად ერთი კვირის წინ კომპანია "ორბში" წამყვან პოზიციაზე  თარიმან მურადაშვილის დანიშვნას დაასახელა.  წყაროს მტკიცებით, ბატონი თარიმანი შსს გურიის დეპარტამენტის დირექტორის, კახა მურადაშვილის მამაა.

როგორც ჩვენი წყარო იტყობინება "ორბისა" და გურიის პოლიციის ურთიერთობა გარდა არჩევნებისა, რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, გურიაში ინერტული მასალის მოპოვებასა და  გურიიდან ბათუმში  ტრანსპორტირებას უკავშირდება.

"მარტო ის რომ აიღოთ, რომ ყოველდღიურად "ორბს" ათეულობით მანქანა ინერტული მასალა გააქვს გურიიდან და აქედან ყველა მათგანი გადატვირთულია, მარტო ჯარიმებითაც კი კომპანია მილიონ ლარზე ავა წელიწადში. აქ საუბარია ფაქტიურად ქრთამზე, ბინები გაჩუმების სანაცვლოდ, თქვენ ვერ ნახავთ ამ კომპანიის ვერცერთ მანქანას თუნდაც ერთხელ დაჯარიმებულს გადატვირთული მგზავრობის გამო"-ყვება წყარო შსს-დან.

იმავე წყაროს მტკიცებით. ამის თვალნათელი მაგალითია მდინარე ბჟუჟის ხეობის მაკვანეთის მონაკვეთი - სადაც, მისივე თქმით, "ორბი" წლების განმავლობაში "მოღვაწეობდა".


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია