სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყვია ბავშვების სისხლში – რეკომენდაციები მშობლებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2019
ახალციხეში მცხოვრები ინგას შვიდი წლის ბიჭს სისხლში ტვიის შემცველობა მაღალი აქვს. დედამ კვლევის შედეგების პასუხი გასულ კვირას მიიღო.„6.2 მგკ/დლ აქვს ნორმა კი 5.0 მგკ/დლ –მდეა. ძალიან ვღელავ, არ ველოდი, თუ ჩემს შვილის სისხლში ტყვია აღმოჩნდებოდა“, – ამბობს შვიდი წლის ბიჭი დედა.ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ქვეყნის მასშტაბით ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთში გამოკვლეული ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა ზღვარზე (5.0 მგკ/დლ) მაღალია. 32%–დან 12%–ს კი 10.0 მგკ/დლ–ზე მაღალი აქვს.„თქვენი შვილის სისხლში ფიქსირდება ტყვიის ზეგავლენა მსუბუქი დოზით. რამაც, შესაძლებელია იმოქმედოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე. აქედან გამომდინარე, ბავშვის ჯანმრთელობის უკეთ შესწავლისა და ტყვიის ზემოქმედებისგან მისი დაცვის მიზნით, უნდა დაიგეგმოს ვიზიტი პედიატრთან“, – ნათქვამია წერილში, რომელიც კვლევაში მონაწილე ბავშვების მშობლებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღეს. ახალციხეში კლინიკა „იმედის“ ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი მაია ზაზაძე ამბობს, რომ ბავშვს მედიკამენტური მკურნალობა მაშინს სჭირდება, როცა ტყვიის შემცველობა 45 მგკ/დლ და მეტია.მისი თქმით, იმ ბავშვს, რომელსაც სისხლში ტყვიის შემცველობა მაღალი აქვთ, სასურველია მშობელმა თბილისში, იაშვილის კლინკაში ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში წაიყვანოს შესამოწმებლად: „მეორედაც უნდა გაკეთდეს ანალიზი. გარდა ამისა, სისხლის ანალიზს უფასოდ გაუკეთებენ ამავე ოჯახში მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის ბავშვს და ფეხმძიმეებს“.დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამნეტის უფროსის ლელა სტურუას განმარტებით, რეკომენდაციები სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებასთან დაკავშირებით ყველა მშობელმა მიიღო, რომლის შვილიც კვლევაში ჩართული იყო.„ერთ–ერთი დაბალი მაჩვენებელი გაქვთ „სამცხე–ჯავახეთში“, რეკომენდაციები ყველა რეგიონისთვის ერთნაირია. მშობლებმა პასუხებთან ერთად მიიღეს რეკომენდაციებიც, პირველ რიგში უნდა მიმართონ პედიატრს, რომელიც დაუნიშნავს შემდეგ გამოკვლევებს. თუ საჭირო გახდა რაიმე ვიტამინის, ან მედიკამენტის დანიშვნა, სახელმწიფო აანაზღაურებს“, – განმარტავს ლელა სტურუა.დეპარტამენტის უფროსი მშობლებს ურჩევს გაარკვიონ რა შეიძლება იყოს მათ სახლში ტყვიის წყარო: „ვნახეთ ოჯახები, რომლებიც სახლში სანადირო და სათევზაო მოწყობილობებს ინახავდნენ . ეს მოწყობილობები კი ტყვიას შეიცავენ. ძალიან ხშირად უნდა დაალაგონ სველი წესით სახლი, ხშირად გარეცხონ ბავშვების სათამაშოები, ხშირად დაბანონ ხელები ბავშვებს. მარტო ხელის ხშირი დაბანა 80%–ით ამცირებს ბავშვის ტყვიით ინტოქსიკაციის რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებთან არ მოწიონ. ესეც რისკფაქტორია“. რატომ არის ტყვია საშიში ბავშვების ჯანმრთელობისთვის?
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია