კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ცოცხალია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – განუცხადეს “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ელზა გამყრელიძე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 3 მაისს, 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა. ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი,რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საწოლს მიჯაჭვული ცოლი კი დაჭრა.
დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ იმავე მალევე დააკავა. ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამყრელიძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო. მოგვიანებით კი 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებას.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია