შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვფიქრობ, მაჩალიკაშვილს დააკავებენ, პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად აიკეცება"- ინაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ვარაუდობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ. როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, არ აქვს საფუძველი, სარწმუნოდ არ მიიღოს ინფორმაცია, რაც დახურულ სხდომაზე ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან მიიღეს.

„ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ და ძალიან ბევრ ეპიზოდზე სიღრმისეული განმარტებები მივიღეთ. დარბაზში არც ერთ დეპუტატს კითხვა აღარ დარჩა, პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით რა მოხდა. სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო. ის, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრები გეგმავდნენ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ეს იყო ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, ამის დამადასტურებელი მასალები ვიხილეთ, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

თუ დღეს გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცდება და ეჭვქვეშ რომ იყოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას არ გაავრცელებდა, მაშინ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან იყო საუბარია არაერთ ფაქტზე, რომელიც ხსნიდა და ადასტურებდა საქართველოში ტერორისტული ჯგუფის საქმიანობას.

ვფიქრობ, მაჩალიკაშვილს დააკავებენ. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წინ კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა"- განაცხადა ინაშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია