გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინო ჯანგირაშვილი: მე ამ დროს ვეძახი "ივანიშვილის ბოლო ჟამს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2019

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების იდეით იმდენად არის მოცული, რომ ამისთვის სხვადასხვა გზებს ეძებს.

„ იმდენად შეპყრობილია, ატანილია, ვერ ელევა ამ იდეას და სხვადასხვა გზებს ეძებს სულ. რომ გვეგონა, დანებდა და გაანება თავი, ვერ ეშვება. აბსურდია აბსოლუტურად, არანაირი საფუძველი ამ სარჩელს, ჩემი აზრით, რაც დღეს გამოვიტანე დასკვნა, არა აქვს. ერთადერთი რამ, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ განსხვავებით 2014-15 წლებისგან, სადაც მას კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ჭარბი აღარ, მაგრამ რაღაც ტიპის ნდობა, არ ჰქონდა დაგროვილი ამდენი პრობლემა, ეკონომიკა ასეთი ჩამოშლილი არ იყო, ხელისუფლება ადამიანებს არ ექცეოდა ასე გამომწვევად, ადამიანებს არ ჩაგრავდა, უსამართლობის განცდა არ იყო ასეთი მძლავრი, როგორიც დღეს არის. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, მე ამ დროს ვეძახი "ივანიშვილის ბოლო ჟამს", მას სულ პატარა მიზეზზე შეიძლება, დაუმთავრდეს ეს მმართველობა,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

"ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის თავისი იდეა იმდენად ჯიუტად აქვს გამჯდარი, პირველად რომ მოვიდა და თქვა, რომ მედიასაც დაალაგებს, ასწავლის ჟურნალისტებს და საერთოდ ექსპერტებს აღზრდის ამ ქვეყანაში, ყველა ამ მიმართულებით ის დამარცხდა და ახლა ის გაჯიუტებულია და იქნებ, ვინმემ ურჩიოს მას დროზე, რომ ეს გაჯიუტება მას საბოლოო მარცხამდე მიიყვანს, ეს გარდაუვალი იქნება. მე პირადად მასაც მინდა, მივმართო - ბატონო ბიძინა, აღმშენებლობის სახელით მოსული ადამიანის სიმბოლო იქნება მოთხრილი ხე, ეულად მცურავი წყალში. თქვენ დარჩებით ეულად და თქვენი სახელი ჩვენი ქვეყნის მოთხრასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, ეს ქვეყანა აშენდება, მაგრამ აშენდება უთქვენოდ,“ - განაცხადა გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, თამარ კორძაიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია