შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის სტილია, ან ჩემთან ხარ ან ჩემი მტერი ხარ"- ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მაისი 2019

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მართვის სტილია ან ჩემთან ხარ ან ჩემი მტერი ხარ – ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, გადაცემა “360 გრადუსში”:

“ხალხი რომლებიც დღეს არიან ოპოზიციონერები არიან ცუდები, მურუსიძე, ჩინჩალაძე და ასე შემდეგ არიან კარგები. გაქცეული ნაცი არის კარგი კაცი, ვინც დარჩა ნაციონალურ მოძრაობაში არის ცუდი კაცი. გაქცეული პატრონ გამოცვლილი, 7 პარტია გამოცვლილი ადამიანები ვინც მასთან არიან, ესენი არიანი ივანიშვილისთვის სასარგებლოები, ეგრეთ წოდებული სავაზიროები, ის ადამიანები რომლებიც საკუთარ პრინციპებს იცავენ და პოლიტიკაშიც ცდილობენ დაიცვან ეს პრინციპები არიან მტრები. ივანიშვილის სტილი ეს არის ან ჩემთან ხარ, ან ჩემი მტერი ხარ."- განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია