გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და პირიქით"- მამუკა ბახტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მაისი 2019

ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობას, საპატრიარქოსა და ფონდ „ივერიისას“ შორის მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მახათას მთაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმს, რომელიც უნდა აშენდეს, კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად კვლევითი ფუნქციაც ექნება.

პრემიერის თქმით, ეს თანხვედრაშია მთავრობის გაცხადებულ პრიორიტეტსა და ეროვნულ იდეასთან - განათლებასთან.

„ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ამავდროულად ექნება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ განათლებაზე და დარწმუნებული ვარ, პროექტის რეალიზაციის შემდეგ ეს ადგილი ძვირფასი გახდება ყველასთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ გვაქვს ეროვნული საგანძური, რითაც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები, ვამაყობთ ჩვენ და ჩვენი ვალდებულებაა, ის მომავალ თაობებს გადავცეთ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა წვლილი გვაქვს შეტანილი ქართველ ერს მსოფლიო და ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია