9 მაისის აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა.
ზურაბიშვილს კონტრაქციის მონაწილეები ნეგატიური ემოციებით და „მოღალატის“ ძახილებით შეხვდნენ. პრეზიდენტის პასუხი იყო დუმილი. მან ვაკის პარკის ტერიტორია მალევე დატოვა.
შეგახსენებთ დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74-ე წელი შესრულდა.