შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს მტაცებლის მახასიათებლები აქვს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მაისი 2019

ფსიქოლოგი სოფო ხარატი, წლებია, ადამიანების სხეულის ენის შესწავლითაა დაინტერესებული. ამ სფეროში უმაღლესი განათლება მან გერმანულ უნივერსიტეტში მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საინტერესო მოსაზრებებს ქართველ მკითხველს ხშირად უზიარებს.
აი, რას ამბობს ის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე:

"ბიძინა ივანიშვილში არ ჩანს მრავალმხრივი ხასიათი, მაგრამ მისი ხელების მოძრაობაში კარგად ჩანს საქმიანი დეტალები. მისთვის პრიორიტეტულია საქმის წარმოება, მნიშვნელობა არა აქვს, რა გზებით, არ აღელვებს, მოეწონებათ თუ არა მისი საქმიანობის სტილი. ამავდროულად, მას შეუძლია იყოს- მზრუნველი მამა და გამოხატოს მხარდაჭერა, უყვარს გადამრჩენელის როლში ყოფნა. მისი ხელების ენა ყოველთვის სიძლიერის დემონსტრირებაა, არ უნდა იარსებოს გამოუვალმა სიტუაციებმა, მას აქვს დიდი მოთმინების უნარი, ნებისყოფა და მტაცებლის მახასიათებლები. ყოველთვის მოელის იმას, რაც სურს, ესაა მისი სიძლიერის გარანტია. მას შეუძლია მისცეს ადამიანს შეცდომის ჩადენის უფლება და ელოდება, სადამდე გასტანს მისი შეცდომები. სალომესგან განსხვავებით, რომელიც ათ წამსაც არ აპატიებს შეცდომას და აუცილებლად მიუთითებს მას."

"კვირის პალიტრა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია