შიდა ქართლი
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა [R]
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
10 მაისი 2019
საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში
ლიდერმა კომპანიამ შპს "თეგეტა მოტორსმა" 30,000,000 ლარის ოდენობის
ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული
საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა.
ობლიგაციების განთავსება განხორციელდასაჯარო ემისიის გზით და ეს
კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია
თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია "თიბისი კაპიტალმა"
უზრუნველყო.
ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა
ინსტიტუციონალურმა