რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ ზარალი მიაყენა ხუთ სოფელს.
მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადზე წყლის დონის საგრძნობლად მატებამ სოფელ ფშაველში, სანიორეში, ართანაში, ლალისყურსა და ლეჩურში სასოფლო- სამეურნეო სავრგულები დააზიანა. დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.
საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია სოფელ ლეჩურში. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. სტიქიის ზონაში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი