შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იცხოვრე უმთავრესი პრინციპით-თუ ყველას ვერ შეიყვარებ, არავინ შეიძულო..."- მამა პეტრე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მაისი 2019

მოუსმინე, მაგრამ არ დაუჯერო იმ ადამიანებს, ვინც სულ ჭკუას გარიგებს, რომ სწორად იცხოვრო, მაგრამ გულში მაინც იმას ფიქრობს, როდის დაგინახავს წაქცეულს და გაუბედურებულს...
მოუსმინე, მაგრამ ნუ დაუჯერებ იმ ადამიანებს, მთელ ცხოვრებას მორალის კითხვაში რომ ატარებენ და არავის სიყვარული არ შეუძლიათ...
ნურც იმას დაიჯერებ, ქება-დიდებას რომ გიძღვიან... სწორედ მაშინ შეგეშინდეს, რადგან ზურგსუკან მახვილით დგანან და ცდილობენ ენის სისინით და ჭორაობით წაგაქციონ...
იცხოვრე უმთავრესი პრინციპით-თუ ყველას ვერ შეიყვარებ, არავინ შეიძულო... ეს იმას ნიშნავს, იმან დაგამარცხა, ვინც უსამართლოდ გებრძოდა... 
მოემზადე ნამდვილი გამარჯვებისთვის... გაჩუმდი... მოითმინე და ღვთის სამართალს დაელოდე...
არ აჩქარდე, ის მაშინ მოგიახლოვდება, როცა ყველა იმედი გადაგეწურება...
კითხვაც არ დასვა საკუთარ თავთან, რატომ ხდება ასე!..
ყველა სიტუაცია მხოლოდ შენს გასაძლიერებლად იქმნება... იმისთვის, რომ სიყვარულიც და სიძულვილიც თანაბარი რეაქციით მიიღო... 
მხოლოდ იმიტომ, რომ არც ის არის მთავარი ვის უყვარხარ, ან ვის სძულხარ... მთავარია შენ დადგე ამ ყველაფერზე მაღლა და ყველას მთელი გულით უსურვო სიკეთე...
ყველაზე მეტად მათ, ვინც მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ადამიანს, თორემ მისი შინაგანი ბუნება მხეცს დამსგავსებია...
ასეთები უფრო შესაბრალისები არიან, ვიდრე გასაკიცხები...
ასეთები თუ ბევრს განგიკითხავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან საინტერესოდ ცხოვრობ!..

მამა პეტრე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია