გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოს გათავისუფლების ოპერაცია ოფიციალურად დაწყებულია"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2019

მიხეილ სააკაშვილი ევროპაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ამჯერად მიუნხენში შეხვდა. დისკუსია 12 სხვადასხვა თემაზე შედგა. მათ შორის განათლებაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე. დისკუსია ემიგრანტებთან 5 საათს გაგრძელდა, დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა შეაფასა. მან ისაუბრა, ოლიგარქიულ რეჟიმზე, საქართველოში არსებულ პრობლემებზე, კორუფციაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას საკადრო ბანკი, რადგან ემიგრაციაში იმყოფებიან უნიკალური გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

„ჩვენ უნდა შევქმნათ საკადრო ბანკი, მათ შორის ინტერნეტრესურსებით, საქართველოსთვის საუკეთესო კადრების პოვნისთვის. მათი ოფიციალური იდეოლოგია არის კორუფცია, და არ შეიძლება კორუფცია იყოს იდეოლოგია, ისინი მართავენ მხოლოდ კორუფციით. სიმართლე არის ჩვენს მხარს, ინტელექტი არის ჩვენს მხარეს,ქართველი ხალხი არის ჩვენს მხარეს, ისტორია არის ჩვენს მხარეს, საქართველოს პოლიცია არის ჩვენს მხარეს, შეირაღებული ძალები არის ჩვენს მხარეს. საქართველოს განთავისუფლების ოპერაცია დღეს არის ოფიციალურად დაწყებული და ამას მივიყვანთ საბოლოო გათავისუფლებამდე.“-განაცხადა სააკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია