შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა დაიწყო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2019
ვანო მერაბიშვილს ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები.პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვა ადვოკატმა მოითხოვა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა მერაბიშვილს საკნიდან მის გაყვანაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება."ივნისის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტის შემდეგი სხდომაა ჩანიშნული, სადაც განიხილება, რამდენად შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ მითითებული რეკომენდაციები, სადაც იყო საუბარი იმ პირების დადგენა-დაკავებაზე, ვინც მერაბიშვილის გაყვანა მოახდინა. ჩვენ მოვითხოვეთ არამხოლოდ მერაბიშვილის დაკითხვა, არამედ სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შესრულება, რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა. დღევანდელი დაკითხვიდან არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდები, მათ უბრალოდ დაზარალებულადაც არ სცნეს მერაბიშვილი და დადგენილებით გვითხრეს უარი, რომ ამ საქმეში ის დაზარალებულად არ იქნება ცნობილი", - აცხადებს ადვოკატი ჩივიაშვილი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია