სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხე–ახალქალაქის დაზიანებულ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მაისი 2019
გზა განსაკუთრებით დაზიანებული ახალქალაქის შესასვლელშია. „ძალიან დიდი ორმოებია, თუ ფრთხილად არ გაივლი საბურავს გააფუჭებ, ორმოების გამო ხშირად საავარიო სიტუაციებიც იქმნება“, – ამბობენ მძღოლები, რომლებიც ახალქალაქის მიმართულებით ხშირად მოძრაობენ.საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალქალაქი–ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზას უტარდება.ახალქალაქის შესასვლელში დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია