შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში 7 შუქნიშნიდან 2 არ მუშაობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მაისი 2019
რუსთაველის და კოსტავას ქუჩებზე მდებარე შუქნიშნებით ძირითადად საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. მშობლები ამბობენ, რომ ცენტრალურ გზაზე გადასვლა განსაკუთრებით საშიში დილის საათებშია.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე შუქნიშანს დაზიანებული ღილაკის აღდგენა ესაჭიროება, რუთაველის ქუჩაზე კი მართვის ბლოკია მწყობრიდან გამოსული. დაზიანებულ შუქნიშნებს შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები შეაკეთებენ.„უახლოეს მომავალში ჩამოიტანენ საჭირო ნაწილებს და შეაკეთებენ“, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია