შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოჯახის სიწმინდის დღე გურჯაანშიც აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მაისი 2019
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით "პაპას ბაღში“ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიიღეს მონაწილეობა.



ღონისძიების შემდეგ მოეწყო მსვლელობა, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისით დასრულდა. მღვდელ მონაზონის მამა ილიას განმარტებით, ეს დღე მთელი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„აქტუალურია იმიტომ, რომ ბავშვს ოჯახში უყალიბდება ცნობიერება, იქ რასაც სწავლობს, ის გამოდის შემდგომ გარეთ. თუ ადამიანს სწორი აღქმის უნარი არ აქვს, რა არის ოჯახის სიწმინდე, იქ მერყეობს განათლების და ეროვნების საკითხი და მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურზეა ორიენტირებული. როდესაც უფროსი მატერიალურზეა ორიენტირებული, იქ ბავშვს ყველაფერი აკლდება, რაც აუცილებელია მის ცხოვრებაში. ჩვენ უკვე მესამე წელიწადია ამ დღეს აღვნიშნავთ, გაიმართა ღონისძიება, მოეწყო მსვლელობა სამების ტაძართან და აღევლინა პარაკლისი ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერებისთვის.“


ცნობისთვის, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია