გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების“ „შავი ფული“ - მალავს თუ არა მმართველი გუნდი შემოწირულობებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 მაისი 2019

დეკლარაციების სტატისტიკას აუდიტის სამსახური საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობებისა და გაწეული ხარჯების, დაახლოებით, ერთ თვის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, შემოსავალი, ჯამში, 24 პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს უფიქსირდება. საერთო თანხა კი 3 მილიონამდე შეადგენს.

ყველაზე მეტი შემოსავალი - დაახლოებით, მილიონ 800 ათასი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. შემოსავლებით და ხარჯებით მეორე ადგილზე „ევროპული საქართველოა.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი თითქმის 150 ათასი ლარია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაფიქსირებულზე გაცილებით მეტი „შავი ფული“ ტრიალებს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ყველა შემოსავალი გამჭვირვალეა.

„რისი ორი მილიონი "ქართული ოცნების?" მხოლოდ ის თანხებია რომელიც აუცილებელია საჩვენებლად რეკლამის ბანერების, ბუნებრივია ეს ფული მოდის იმ ბიზნესიდან, რომლებიც ბიუჯეტს ხრავენ და ტენდერებს იგებენ. ივანიშვილი საკუთარ ფულსაც არ ხარჯავს ბიუჯეტიდან ფინანსდება,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია