სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მაისი 2019
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს ბენეფიციარებს, რომ თავი შეიკაონ დღეს იმ სერვისების მიღებისგან, რომელსაც აწვდის ორგანიზაცია ლგბტქი+ თემის წევრებს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით: #მეაქვარ„და შენ არ გინდა ამის დაჯერება. არადა, ჩვენგან 60% ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 84.4%-ს კი ერთხელ მაინც განგვიცდია ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან. ჩვენ პერმანენტული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ვართ. ჩვენზე ფიზიკურად თანაბრად ძალადობენ დედაც, მამაც, დაც და ძმაც. ჩვენგან 15.7% იძულებით ერთხელ მაინც წავუყვანივართ ოჯახის წევრებს ექიმთან სამკურნალოდ „გამოსწორების მიზნით“. ხშირად დედები იზოლაციაში გვამყოფებენ, გვაიგნორებენ“, – ვკითხულობთ სპეციალურად 17 მაისთან დაკავშირებით შექმნილ ვებ-გვერდზე meaqvar.ge მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო სიიდან ამოღებას უკავშირდება. 2014 წელს 17 მაისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნა. მათ შორის იყო ის 37 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა ლეგალიზებული არაა. ამ დღეს გაიმართა 1600 ღონისძიება, რომელშიც 1280 ორგანიზაცია იყო ჩართული.საქართველოში ამ დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს დაიგეგმა, თუმცა, მსვლელობას სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა ხელი შეუშალა. 17 მაისი საქართველოში ვერც მომდევნო, 2013 წელს აღნიშნეს.2014 წლის 2 მაისს, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. თუმცა, ეს დღე მაინც ვერ აღინიშნა. 2014 წლის 17 მაისიდან ყოველ წელს თბილისში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრები მრევლთან ერთად „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ და მსვლელობას აწყობენ.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია