შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსკლუზივი:"ოზურგეთის პოლიციისა და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს ზუგდიდში შეხვდნენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2019

შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმზღვანელი კახა მურადაშვილი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, დავით მჟავანაძე ამ წუთებში ერთმანეთს ქალაქ ზუგდიდის მეორე საარჩევნო უბანში შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

მჟავანაძე ამ უბანში მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის წარმომადგენელია, ხოლო თუ რას აკეთებს იქ გურიის პოლიციის უფროსი ჯერ-ჯერობით უცნობია:

"გავიგე გურულებია ამ უბანზეო და მეც შევუარე"- ნახევრად ხუმრობით თქვა მურადაშვილმა.

დღეს ზუგდიდში მერს ირჩევენ.

ამ პოსტზე მთავარი კანდიდატები ოპოზიციიდან ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი და "ოცნებიდან" გეგა შენგელიაა.

როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიერ არჩევნების დღეს ადგილზე დიდი ადამიანური რესურსია მობილიზებული.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია