შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარიას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე" - გიორგი კაპანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2019

"გახარიას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე,“ - ეს განცხადება, ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გათავისუფლების შემდეგ გააკეთა. ონლაინ გამოცემა Presa.ge-ისდამფუძნებელმა ფოთის პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

იმ დროს აიყვანეს, როცა ის ITV-ის ჟურნალისტთან, სუზი მკრტჩიანთან ერთად, პოლიციის ესკორტს იღებდა. გიორგი კაპანაძე პოლიციის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ადანაშაულებს.

„ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას. მოვიდა, დაახლოებით, 15 პოლიციელი. წრე გააკეთეს და გვითხრეს, რომ ვითომ, მათ მე ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, არ დავემორჩილე. დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციული კოდექსით დაკავება კი არ ჰქონდა გახარიას განზრახული ჩემთან დაკავშირებით. მას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე. მოპარული ვყავდი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში. რომ დამაკავეს, ფოთში კი არ წამომიყვანეს თავიდან, მატარეს ქუჩებში რამდენიმე საათი, მანქანა მიგვყვებოდა წინ, მერე იმ მანქანას მეორე მანქანა ჩაენაცვლა. მერე ტელეფონზე აქტიურად ურეკავდნენ, მიღებდნენ მანქანაში ვიდეოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია