საქართველოს მესამე პრეზიდენტმა,მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე:
"ახლა გამოდიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, აი, ნაციონალები ბევრი ჩამოვიდნენ, აი, ნაციონალებს უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით. [ბიძინა] ივანიშვილის შნირები ცდილობენ თქვენს დაკომპლექსებას, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, ვაიმე, ვაიმე პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს? ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. "- განაცხადა სააკაშვილმა.