შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი უახლოვდება

ეკოლოგია
წყარო:  Kutaisi Today / http://kutaisitoday.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2017

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას, აქამდე ცნობილებიდან, ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩაუფრენს, რომელიც პლანეტისკენ დაახლოებითი 1980-იანი წლებიდან მოემართება. ამის შესახებ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზე წერენ.

ობიექტი (3122) ფლორენსი, დედამიწას ყველაზე ძალიან 2017 წლის 1 სექტემბერს დაუახლოვდება (7 მილიონი კილომეტრი/18 დაშორება დედამიწასა და მთვარეს შორის). ასტეროიდის დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს.”სხვა ცნობილ ასტეროიდებს კიდევ უფრო ახლოს ჩაუფრენიათ დედამიწასთან, მაგრამ ფლორენსი მათ შორის ყველაზე დიდია”, – აცხადებს NASA-ს წარმომადგენელი პოლ ჰოდასი.

(3122) ფლორენსი დედამიწას საფრთხეს არ უქმნის. 2017 წელს, მასზე დაკვირვება ტელესკოპებიდან აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისშია შესაძლებელი თევზის, თხის რქის, მერწყულის და დელფინის თანავარსკვლავედებში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია