შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტვიში ჰესისა და ნამახვან ჰესის გარემოზე ზემოქმედების, შეფასების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის ანგარიში

ეკოლოგია
წყარო:  Kutaisi Today / http://kutaisitoday.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2018

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას

შენიშვნები

მდ. რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის
(ტვიში ჰესი – 100 მგვტ, ნამახვანი ჰესი – 333 მგვტ)
მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

1. პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობათან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობის და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას, რომლის შემადგენლობაში იქნება კალაპოტური ტიპის ტვიში ჰესი და დერივაციული ტიპის ნამახვანი-ჟონეთი ჰესი. თითოეულ საფეხურზე
მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. ტვიში ჰესის მოწყობა დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. ტვიშსა და სოფ. ალპანას შორის მოქცეულ მონაკვეთზე. პროექტით გათვალისწინებულია 57 მ სიმაღლის ბეტონის
გრავიტაციული კაშხლის (7.3 მლნ მ 3 ტევადობის წყალსაცავი) მშენებლობა, რის გამოც წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 1 კმ2 (100 ჰექტარი) ფართობის ტერიტორია, მათ შორის, ქუთაისი-ალპანა- მამისონის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი და დაახლოებით 11 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მოწყობა კი განსაზღვრულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელი ნამახვანის აღმა მიმართულებით. პროექტი მოიცავს 111.5 მეტრის სიმაღლის ბეტონის
გრავიტაციული კაშხლის (156 მლნ მ3 ტევადობის წყალსაცავი) აშენებას და დაახლოებით 5 კმ2 (500 ჰექტარი) ფართობის წყალსაცავის მოწყობას.

დასატბორი ტერიტორია მოიცას სასოფლო-სამეურნეო მიწებს – 48 ჰა,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს – 157 ჰა და 3 დასახლებულ პუნქტს (სოფ. მოლეკულა, სოფ ქვედა ონჭეიში და სოფ. მექვენა-ვანიჭალა). პროექტს დამატებით 4 დასახლებულ პუნქტზე (სოფ. ზემო ონჭეიში, სოფ. ვანი, სოფ. დერჩი და სოფ. მექვენა) ექნება არაპირდაპირი ზემოქმედება – ნაწილი დაექვემდებარება ფიზიკურ, ნაწილი კი
ეკონომიკურ განსახლებას.

სულ ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შეიძლება
გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისთვის საქართველოში თბილისი, 0179, საქართველო
ფალიაშვილის ქ. 27/29, II სართ.ტელეფონი: (995 32) 29 27 73
ფაქსი: (995 32) 22 38 74 ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org
ვებ-გვერდი: www.greenalt.org დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი 47 ოჯახის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

გარდა აღნიშნულისა, დაგემილია ტვიში ჰესის და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის ქვესადგურების
დამაკავშირებელი 220 კვ ძაბვის 15 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა.
პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 738 მილიონ აშშ დოლარს.

სს „ნამახვანმა“ ა.წ. 17 და 18 ივნისს ჩაატარა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ანგარიშის საჯარო განხილვები წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე
წლის 19 ნოემბერს კი კომპანიამ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად, მიმართა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და წარუდგინა
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გზშ ანგარიში და თანდართული
დოკუმენტაცია.

მიუხედავად სამშენებლო ნებართვის არქონისა, ა.წ. 19 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის
სამინისტრომ უკვე მოაწყო ნამახვანი ჰესის პროექტის პრეზენტაცია და გამოაცხადა ტენდერი
პროექტის განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოში
ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას
(დარიალი ნენსკრა ა.შ.) და შეიძლება შეფასდეს როგორც ზეწოლა გადაწყვეტილების მიმღებ
სამინისტროებზე.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და საქართველოს შესახებ
რეზოლუციაც მიიღო, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ენერგეტიკასა და
გარემოს დაცვაზე. ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი
მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისთვის
გამიზნული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისას; მოუწოდოს ხელისუფლების
ორგანოებს, სრულად შეასრულონ ევროკავშირის სტანდარტები და ნორმე
უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ან ნაწილობრივაა
შესწავლილი, ან საერთოდ გამოტოვებულია. მაგალითად, შინაარსით ანალოგიური თავები
„3.2.1.3. ფლორისა და მცენარეულობის აღწერისა და ეკოსისტემებზე და ჰაბიტატებზე პროექტის
ზემოქმედების განსაზღვრის ზოგიერთი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომის
შესახებ“, და „6.8.2.3 „შემარბილებელი ღონისძიებები“, სიტყვა-სიტყვით მეორდება არაერთ გზშ
ანგარიშში (მაგ. შავი ზღვის ელექტროგადაცემის პროექტის, ლარსი ჰესის, ყაზბეგი ჰესის
შუახევი ჰესის, ნენსკრა ჰესის გზშ ანგარიშებში). ამასთანავე, ამ თავებში აღწერილი ეკო- კომპენსაციის მიდგომა არ არის გამოყენებული გზშ-ს შემდგომ ნაწილებში და როგორც წესი არც
ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმაში. წარმოდგენილ შემთხვევაში ბიომრავალფეროვნების
მართვის გეგმის მომზადებას კომპანია გეგმავს მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ. როგორც წესი, ზემოხსენებული პროექტების განხორციელების ეტაპზე, პროექტის
განმახორციელებლები არ ახორციელებენ ეკო-კომპენსაციებს ჰაბიტატ-ჰექტრული მიდგომით
და არც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო არ ითხოვს გზშ ანგარიშებით
აღებული ამ ვალდებულების შესრულებას.

თუ არ მივიღებთ მხედველობაში ტექსტში შეტანილ მცირე შესწორებებისა და სიტყვების
გადაადგილებას, გამას მიერ მომზადებული სხვა გზშ ანგარიშებიდან გადმოწერილია ენერგიის
ალტერნატიული წყაროების დახასიათება (4.1 „ენერგიის ალტერნატიული წყაროები“) და ასევე
4.2 “არაქმედების ალტერნატიული ვარიანტი“. შესაბამისად, ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია
მხოლოდ საპროექტე ალტერნატივების დახასიათებაზე და სრულად იგნორირებულია
ენერგიის ალტერნატიული წყაროები. უფრო მეტიც, საპროექტო ალტერნატივების ანალიზისას
ერთსაფეხურიანი სქემა, რომელი სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ნაკლები
ზიანის მომტანია, უგულვებელყოფილია ყოველგვარი შესწავლისა და დასაბუთების გარეშე და
ემყარება მხოლოდ მოსაზრებებს. შეიძლება ითქვას, რომ გზშ ანგარიშში წარმოდგენილი
ალტერნატივების ანალიზი ემსახურება არა გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით
რეალური და საუკეთესო ალტერნატივის წარმოჩენას, არამედ ანგარიშში მხოლოდ მათ
ფორმალურ არსებობას. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული საკითხების განსაზღვრა
და შეფასება არის სწორედ გზშ ანგარიშის მომზადების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ნათელია,
რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ამ ამოცანას არ ასრულებს.

გარდა ტექნიკური საკითხებისა, პრაქტიკულად არ არის შეფასებული პროექტის ირიბი
ზემოქმედება იმ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც ხვდებიან ზეგავლენის არეალში,
თუმცა არ ექვემდებარებიან განსახლებას, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შესაბამისი
შემარბილებელი ღონისძიებები. არ არის შეფასებული პროექტის კუმულაციური ზემოქმედება,
რომელიც უკავშირდება როგორც თავად პროექტთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურის
განვითარებას (გზები, გადამცემი ხაზები ა.შ.), ისე რეგიონში დაგეგმილ სხვა
ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათ ერთობლივ კუმულაციურ ზემოქმედებას რეგიონზე
სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით.
კონსულტანტის მიერ არ იქნა შესწავლილი პროექტის ირიბი ზემოქმედება ადგილობრივი
მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობაზე, რაც გამოწვეულია ერთის მხრივ,
საკმაოდ დიდი ფართობის (დაახლოებით 600 ჰა) დაკარგვით, და მეორეს მხრივ,
მიკროკლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებით ჯანმრთელობაზე,
მოსავალზე, მათ შორის ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე. არ არის წარმოდგენილი არც პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი ქვეყნისთვის,
რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა პროექტის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.
აღნიშნულ საკითხზე იყო გამახვილებული ყურადღება, როგორც ხუდონჰესზე ნიდერლანდების
გარემოზე ზემოქმედების კომისიის დასკვნაში, ისე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული კონსულტანტის, დოქტორი ფრანკ შრეიდერის
მიერ მომზადებულ შეფასებაშიც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, გზშ ანგარიშის სააუზო მართვის გეგმასთან
თავსებადობას უკავშირდება. მართალია, დღეის მდგომარეობით საქართველო სააუზო მართვის
გეგმებით წყლის რესურსების მართვის მოდელზე არ არის გადასული, მაგრამ საქართველოს
მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, აუცილებელი იყო გზშ
ანგარიშში შეფასებები სწორედ სააუზო მართვის პრონციპების გათვალისწინებით მომხდარიყო,
რათა მომავალში თავიდან აცილებულიყო წინააღმდეგობები წყლის ჩარჩო-დირექტივის
მოთხოვნებთან. ჩვენი აზრით, სააუზო მართვის პრინციპების გაუთვალისწინებლობა გზშ
ანგარიშის სერიოზული ნაკლოვანებას წარმოადგენს.

როდესაც ვსაუბრობთ წარმოდგენილი გზშ ანგარიშის ხარისხზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ,
შპს „გამას“ მიერ არის მომზადებული სხვა უამრავი პრობლემური გზშ ანგარიშები: ‘ბახვი- ჰესის“ პროექტზე, რომელიც არასწორად შერჩეული ადგილისა და ცუდად ჩატარებული
გეოლოგიური შესწავლის გამო მეწყერმა დაანგრია მშენებლობის პროცესში, ხოლო
მშენებლობის დასრულების შემდეგ დღემდე არ დაუწყია ელექტორენეგრიის გამომუშავება; „შუახევი ჰესი“, რომელიც არასრულყოფილად შესრულებული კვლევების გამო მშენებლობის
პროცესში დაზიანდა ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებთა სახლები; „დარიალჰესი“,
რომელიც დაზიანდა გლაციალური ღვარცოფის შედეგად, ვინაიდან ცუდად ჩატარებული გზშ
პროცესში არასწორად იქნა შერჩეული განთავსების ადგილი და დიზაინი. ეს შეცდომა
აღიარებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერაც, როდესაც
გაიცა დამატებითი ნებართვა ამ ჰესის პროექტის გასაგრძელებლად. სამწუხაროდ, არასწორად
შერჩეული ადგილისა და მშენებლობის პროცესში გზნ პირობების შეუსრულებლობის გამო
(პირობების შესრულების აუდიტს ასევე „გამა“ ასრულებდა), დაიღუპნენ ადამიანები.
კონსულტანტების მიერ სხვადასხვა ანგარიშის ნაწილების მექანიკური კოპირების საკითხი
არაერთხელ იქნა გაჟღერებული სხვადასხვა საჯარო შეხვედრაზე, მათ შორის საერთაშორისო
კონსულტანტების მიერაც. შპს „გამას“ მიმართ სამინისტროს მიერ ამგვარი „ტოლერანტობა“ საფუძვლიანი დაეჭვების საბაბს იძლევა.

ხარისხის ნაკლოვანებებზე მიუთითებს ისიც, რომ გზშ ანგარიშში არ არის განხილული და
გათვალისწინებული სახელმწიფო პრიორიტეტები, რომლებიც მოცემულია შემდეგ
დოკუმენტებში: საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია (საქართველოს პარლამენტის
დადგენილება N1742-Iს11.12.2013 და 2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების
სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N343, 08.05.2014.
ასევე არ არის განხილული და გათვალისწინებული იმ დოკუმენტების რეკომენდაციები,
რომლებიც, მართალია არ არის დამტკიცებული ნორმატიული აქტებით, მაგრამ სახელმწიფო
განიხილავს მათ, როგორც მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების
ინსტრუმენტებს: ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმა და საქართველოს ეკოსისტემებისა და
ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება, წინასწარი კვლევა (TEEB Scoping Study for
Georgia: Main Findings and Way-forward, 2013) . ეს უკანასკნელი დოკუმენტი შეტანილია
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013-14 წლების ანგარიშში, როგორც
მწვანე ეკონომიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი.

3. პროექტის მიზანშეწონილობა

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების თანახმად, გზშ-ს ძირითად პრინციპს
„დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილებათა ტექნიკური, ტექნოლოგიური,
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსური განხილვა“ წარმოადგენს. შესაბამისად, იმისათვის რომ დადგინდეს პროექტის მიზანშეწონილობის
საკითხი გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის სარგებლისა და დანახარჯების
ანალიზი თითოეული ალტერნატიული ვარიანტისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს
ვიმსჯელოთ რომელი ალტერნატიული ვარიანტია მისაღები გარემოსდაცვითი, სოციალური,
ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით და სრულ სურათს მოგვცემს პროექტის
შესაძლო ზემოქმედების მასშტაბის თაობაზე. აღნიშნული საკითხი მართებულად წამოიჭრა გზშ ანგარიშის საჯარო განხილვების დროს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ. პასუხად
ანგარიშის ავტორებმა განაცხადეს, რომ ასეთი კვლევა ჩატარდა და ის წარმოდგენილია 5.6.6
ქვეთავში „პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებელი“.

გარდა ზემოთაღნიშნული ქვეთავისა ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დოკუმენტში
მიზანშეწონილობის დასაბუთების მიზნით, წარმოდგენილია ასევე შემდეგი ქვეთავები 5.6.5
„პროექტის ღირებულება“; 6.13.2.6 „დასაქმება“; 6.13.2.5 „წვლილი ეკონომიკაში“. ამ ქვეთავებში
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე 3.2 თავში („არაქმედების ალტერნატიული
ვარიანტი“) გაკეთებულია დასკვნა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის ინფორმაცია, რომელიც
წარმოდგენილია ქვეთავებში, არათუ არ არის გაანალიზებული თითოეული ალტერნატიული
ვარიანტი, საერთოდ არაფერი აქვს საერთო პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის
ანალიზთან.

განვიხილოთ თითოეული ქვეთავი.

3.1 5.6.6. „პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებელი“ ანგარიშის ავტორების აზრით, ინფორმაცია რომელიც არის წარმოდგენილი დოკუმენტის 5.6.6.
ქვეთავში, საკმარისია პროექტის მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად.
გზშ-ს თანახმად, „ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ხარჯები და სარგებელი შეჯამებულია
ეროვნული ეკონომიკის და თავისუფალი ბაზრის განვითარების შემდეგი კრიტერიუმების
გათვალისწინებით. ქვეყანაში, რომლის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 10.7 მილიარდ დოლარს შეადგენს (2009
წლის ფასებით) პროექტი, რომლის ღირებულება მთლიანი ეროვნული პროდუქტის 9%-ს
შეადგენს მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის. უპირველესად, 5-6 წლის
განმავლობაში განხორციელდება ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, დაახლოებით ერთი
მილიარდის ღირებულებით. დამატებით ექსპლუატაციის პერიოდში რეგიონის ადგილობრივი
მაცხოვრებლები პირდაპირ და არაპირდაპირ სარგებელს მიიღებენ. დასაქმების პირდაპირ
ოდენობა ამ პერიოდში შეადგენს 200 მუშაკს / წელიწადში“. წარმოდგენილი ინფორმაციით სრულიად გაუგებარია, რისი დასაბუთება სურთ ანგარიშის
ავტორებს, ან რა კავშირი აქვს აღნიშნულ ინფორმაციას პროექტის დანახარჯებისა და
სარგებლის ანალიზთან. გაუგებარია, რატომ შეირჩა მთლიანი ეროვნული პროდუქტი და არა
მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტი ან რაიმე სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორი; არ
არის განმარტებული რა იგულისხმება საინვესტიციო შესაძლებლობებში ან/და რა პირდაპირ და
არაპირდაპირ სარგებელზეა საუბარი.
კიდევ უფრო ბუნდოვანია შემდეგ პარაგრაფში გაკეთებული ჩანაწერი: „პირდაპირ მონეტარულ
სარგებელთან ერთად ადგილი ექნება არაპირდაპირი შესაძლებლობების გაჩენასაც, როგორც
მონეტარული, ისე არამონეტარული ხასიათის“. დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი არც
მონეტარული სარგებელი და არც ის თუ რა არაპირდაპირ შესაძლებლობების გაჩენაზეა
საუბარი. 5.6.6.1 ქვეთავის მიხედვით, სახელმწიფოსთვის მისაღები სარგებელი განხილულია
მშენებლობის და ოპერირების ფაზებისთვის.
მშენებლობის ეტაპზე სახელმწიფო მიიღებს ერთჯერადი სახის შემოსავლებს, როგორიცაა
ფისკალური შემოსავლები განპირობებული გამოყენებული მასალებით და მიწოდებული
მომსახურებით, ხელფასებზე გადახდილი გადასახადებით, ასევე შეიქმნება ახალი
ინფრასტრუქტურა (მუდმივი და დროებითი გზები, დამხმარე საწარმოები, სამშენებლო
ბანაკები).

სამწუხაროდ, გარდა თეორიულად დასახელებული სარგებლისა დოკუმენტში არ არის
გაანგარიშებული და წარმოდგენილი ზუსტად რა თანხებზეა საუბარი, რომელსაც სახელმწიფო
მიიღებს ფისკალური შემოსავლების სახით და ასევე რატომ განიხილავს სახელმწიფოსთვის
მისაღებ სარგებლად დოკუმენტი დამხმარე საწარმოებს და სამშენებლო ბანაკებს, რომელიც
უშუალოდ მშენებლობისთვის იქნება განკუთვნილი. ზოგადი სახით არის წარმოდგენილი ინფორმაცია ოპერირების ფაზისთვისაც. საუბარია
მოგების, ქონების, მიწის და საშემოსავლო გადასახადებზე, ასევე საოპერაციო და
ექსპლუატაციის ხარჯების დღგ-ზე, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო. თუმცა არც თანხებია
დასახელებული, არც მათი განაწილება დროში (მაგალითად, მოგების გადასახადის გადახდას
კომპანია დაიწყებს ოპერირების დაწყებიდან 10 წელიწადის შემდეგ).
რაც შეეხება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებულ ზიანს, ანგარიშის ავტორების
აზრით, განსახლებასთან დაკავშირებული საკითხის გამო, კომპანიას ეს ხარჯები ჩადებული
აქვს გაუთვალისწინებელ ხარჯებში, რომელიც შეადგენს 66 მლნ აშშ დოლარს. რაც შეეხება
ბუნებრივ გარემოზე მიყენებულ ზიანს, ის შეადგენს დაახლოებით 3.5 მლნ აშშ დოლარს.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასების რა მეთოდოლოგია იყო
გამოყენებული, რა სახის ან როგორ მოხდა ზიანის შეფასება ავტორების მიერ ბუნდოვანია და არ
არის მოცემული დოკუმენტში. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პროექტის
მიზანშეწონილობა წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია, გაიცეს უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

პარაგრაფის ბოლოს გაკეთბულია ჩანაწერი, რომ მიყენებული ზიანის დეტალური ეკონომიკური
შეფასება მოხდება მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ, საერთოდ სცილდება
ლოგიკას და ეწინააღმდეგება გზშ არსებულ კანონმდებლობას.
3.2 5.6.5 „პროექტის ღირებულება“ ანგარიშის თანახმად, პროექტის ხარჯებისა და სარგებლის ანალიზის მიზნებისთვის
დაჯგუფდა სხვადასხვა საქმიანობებთან დაკავშირებული მიახლოებითი ხარჯები
წინასაპროექტო და მშენებლობის ეტაპებისთვის და განისაზღვრა სავარაუდო საინვესტიციო
ღირებულებები. თუმცა უშალოდ პროექტის ხარჯებისა და სარგებლის რომელი მიზნის
მიღწევას ემსახურება წარმოდგენილი ინფორმაცია, უცნობია, ისევე როგორც ინფორმაცია
აღნიშნული საინვესტიციო ხარჯების ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის თაობაზე.
3.3 6.13.2.6 „დასაქმება“
ანგარიშის მიხედვით, მშენებლობის სხვადასხვა ფაზაზე დასაქმებულთა რაოდენობა
დაახლოებით იქნება 1000–1100 კაცი, ხოლო ექსპლუატაციის ფაზაზე 120 კაცი. რომელსაც
ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და
სოციალურ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები, თუ რა
ვალდებულება აქვს ინვესტორს აღებული ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით.
როგორც სხვა პროექტების მაგალითები გვაჩვენებს, ადგილობრივი მოსახლეობა საქმდება
ძირითადად დაბალანაზღაურებად ადგილებზე და ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პოზიციების
დაკავებაც ხშირად საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული (მაგ., ფარავნის ჰესის პროექტზე
ადგილობრივებს უბრალო მუშის ადგილებზე ინგლისურსა და უნივერსიტეტის დიპლომებს
თხოვდნენ).
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი
მოსახლე იქნება (რაც საქართველოს რეალობაში არ გვხვდება), აღნიშნული სარგებლის
განხილვა შეუძლებელია მიყენებული ზიანის საპირწონედ. ამასთან საუბარია მხოლოდ
მოკლევადიან დასაქმებაზე. როგორც წესი თითოეული ოჯახიდან დასაქმებული ადამიანის
მუშაობის ხანგძლივობა არ აღემატება 3 თვეს (შუახევი ჰესი).
შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშის ავტორების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ემსახურება
პროექტით მიღებული სარგებლის გადაჭარბებულ წარმოჩენას.

3.4 6.13.2.5 წვლილი ეკონომიკაში
ქვეთავი წარმოადგენს წინა ქვეთავების დასკვნით ნაწილს, სადაც მოკლედ არის
წარმოდგენილი პროექტის სარგებელი ქვეყნისთვის. თუმცა ავტორებს გამორჩათ ასევე
წარმოედგინათ ინფორმაცია პროექტის დანახარჯების თაობაზე, რომელიც უკავშირდება
პროექტის შედეგად მიყენებულ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზიანს, მათ შორის
ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემურ სერვისებზე, სოფლის მეურნეობაზე ა.შ.
ქვეთავის მიხედვით, მნიშვნელოვანი სარგებელია პროექტის განხორციელებისთვის საჭირო
ინვესტიციები და საგადასახადო შემოსავლები. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არც
ინვესტიციების განაწილება წლების მიხედვით და არც ინვესტიციების ის ოდენობა არის
განსაზღვრული, რომელიც რეალურად რჩება საქართველოში და რომელიც უკან გადის
პროექტისათვის საჭირო დანადგარებისა თუ სხვა მომსახურების იმპორტის შედეგად.
რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, ანგარიშში არც აღნიშნული საკითხია დეტალურად
შესწავლილი და მოცემულია მხოლოდ ერთი პარამეტრის – ქონების გადასახადის სახით.
ანგარიშის მტკიცებით, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ქონების გადასახადის
სახით ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად მიიღებენ ქონების ღირებულების 1%-ს ანუ
7.35 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, მათ შორის წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
დაახლოებით 5.29 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტი დაახლოებით 2.06 მლნ
აშშ დოლარს. ამასთანავე ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩაირიცხება ჰესების კომუნიკაციების მიერ
დაკავებული მიწის გადასახადი.“ თუმცა რას ეფუძნება აღნიშნული ვარაუდი, არ არის
მოცემული. არ არის ნახსენები ის ფაქტიც რომ აღნიშნული თანხები ყოველწლიურად
შემცირდება ამორტიზაციის გამო.

ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არც საქართველოში დასატოვებელი ელექტროენერგიის
ოდენობა და ტარიფი. არ არის გაანალიზებული პროექტის ზემოქმედება ისეთ საგადასახადო
პარამეტრებზე, როგორიცაა მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი სხვა.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ გზშ ანგარიში ფაქტობრივად არ მოიცავს ეკონომიკურ
ფაქტორებზე პროექტის ზემოქმედების საკითხებს, ხოლო დოკუმენტში წარმოდგენილი
ინფორმაცია, ეფუძნება მხოლოდ ანგარიშის ავტორების ვარაუდებს, რომელიც არ არის
გამყარებული სათანადო კალკულაციით. წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ
პროექტში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის უზრუნველყოფა, რაც
არის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევა
და შესაბამისად, აუცილებელია, გაიცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა.
4. არაქმედების ალტერნატიული ვარიანტი
ანგარიშის 4.2 თავი ეძღვნება არაქმედების ალტერნატიული ვარიანტის განხილვას. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, „დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების
წინამდებარე შეფასებამ, მოსალოდნელ ნეგატიურ ზემოქმედებასთან ერთად, გამოავლინა
მნიშვნელოვანი დადებითი ასპექტები, რომელთა რეალიზება არ მოხდება პროექტის
განუხორციელებლობის შემთხვევაში.“ პოზიტიური შედეგებიდან კი ჩამოთვლილია ის
სოციალურ-ეკონომიკური „სარგებელი“, რომლის განხილვას ეძღვნებოდა 6.13 თავი.
აღნიშნულის საფუძველზე კი გაკეთებულია დასკვნა, რომ: „პროექტის განუხორციელებლობის
შემთხვევაში, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედებების თავიდან აცილების ხარჯზე, მოხდება
რეგიონის ინფრასტრუქტურის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების
გარკვეულწილად შეფერხება. რაციონალური საპროექტო გადაწყვეტილებების და შესაბამისი
შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით ჰესის მშენებლობა და ოპერირება
გაცილებით მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს გამოიწვევს, ვიდრე პროექტის
არაქმედების ალტერნატივა და იგი უგულვებელყოფილი იქნა.“ არაქმედების ალტერნატივაში სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი სხვა ქვეთავებში
წარმოდგენილი ინფორმაცია პროექტის „სარგებლის“ თაობაზე. ამასთან, არ არის განხილული,
პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში რამდენი თანხა დაიზოგება ადგილობრივი
მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გასაწევ დანახარჯებზე, რამდენი ტყე და სხვა,
მათ შორის ხელუხლებელი ეკოსისტემა გადარჩება, არ არის დაანგარიშებული ამ გადარჩენილი
ეკოსისტემების ეკონომიკური ღირებულება, ისევე როგორც ყურძნის უნიკალური ჯიშების
გადარჩენის გამო შენარჩუნებული სარგებელი ა.შ. შესაბამისად, არაქმედების ალტერნატივა
არადამაჯერებელია, ის ცალმხრივად და არაობიექტურადაა შეფასებული გზშ ანგარიშის
ავტორების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, ბორჯომის ხეობაში
საკმაოდ დეგრადირებული 250 ჰა ტყის გადაწვის შედეგად სახელმწიფომ ერთი მილიარდი
დოლარის ოდენობის ზარალი მიიღო (სპეციალური სახელმწიფო კომისიის დასკვნა). ნამახვანი
ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შედეგად განადგურდება დაახლოებით 350
ჰექტარი ფართობის მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყე, შესაბამისად, სავარაუდოა,
რომ ეკოსისტემურ სერვისებზე მიყენებული ზიანი გაცილებით გადააჭარბებს პროექტის
საინვესტიციო ღირებულებას.

თუმცა, როგორც წინა თავში გაკეთებულმა ანალიზმა აჩვენა, გზშ ანგარიშში დეტალური და
ფაქტებზე დაფუძნებული პროექტის ეკონომიკური სარგებელი წარმოდგენილი არ არის.
არ არის შეფასებული არც პროექტის განხორციელების გამო, რეგიონის განვითარების
დაკარგული შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისათვის (ეკოტურიზმი) და
პროექტის ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო გარემოზე (მიკროკლიმატის
ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება მოსავალზე, ჯანმრთელობაზე) და ეკოსისტემების
შენარჩუნებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პროექტის საუკეთესო ალტერნატივას მისი
არგანხორციელება წარმოადგენს.

5. ალტერნატივების ანალიზი

ანგარიშის ავტორების აზრით, ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და
ქარის ენერგიები არ წარმოადგენენ საქართველოში აღნიშნული პროექტის რეალისტურ
ალტერნატივებს და შესაბამისად, მათი განხილვა ზედმეტად მიაჩნიათ. მაგალითად, გამას მიერ
მომზადებულ გზშ ანგარიშებში მუდმივად მეორდება, რომ „მზის ენერგიის გამოყენებისათვის
საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭიროა ძვირადღირებული დანადგარ-მოწყობილობა
და შესაბამისად, საწყისი ინვესტიციების რაოდენობა ძალზე მაღალია“, მიუხედავად იმისა რომ
დღევანდელ დღეს არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ხარჯების
შემცირების თვალსაზრისით და პროცესი გრძელდება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 200-250
დღეების ფარგლებში მერყეობს, მზის პანელების და მასთან დაკავშირებული დანადგარების
წარმოების თვითღირებულება კი ბოლო წლებში მნიშ

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია